აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, რუბენ ვარდანიანი ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას.

მედიის ცნობით, რუბენ ვარდანიანის ოჯახის წევრები მასთან კონტაქტის დაკარგვას ადასტურებენ.

ვარდანიანი არის ერევანში დაბადებული საინვესტიციო ბანკირი, 90-იან წლებში რუსეთის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. „ფორბსი“ მის ქონებას ერთ მილიარდ დოლარად აფასებს. 2022 წლის ბოლოს რუბენ ვარდანიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, გადავიდა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში და მის ე.წ. მთავრობას სათავეში ჩაუდგა.

ოფიციალური ბაქო რუბენ ვარდანიანს ყარაბაღის დატოვებისკენ მოუწოდებდა. მიმდინარე წლის თებერვალში რუბენ ვარდანიანმა არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციაში მუშაობა შეწყვიტა და ქალაქ ხანქენდში ცხოვრობდა, რომელსაც სომხები სტეფანაკერტს უწოდებენ.