აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის უკანონო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავიდ ბაბაიანმა აზერბაიჯანისთვის ჩაბარება გადაწყვიტა

12:38, 28.09.2023

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის უკანონო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს  ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავიდ ბაბაიანმა აზერბაიჯანისთვის ჩაბარება გადაწყვიტა.

მედიის ინფორმაციით, ბაბაიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით, ნებაყოფლობით გაემგზავრება შუშაში საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

„მე აზერბაიჯანის შავ სიაში შევედი და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა, ბაქოში ჩავსულიყავი შესაბამისი გამოძიების ჩასატარებლად. დღეს გადავწყვიტე, ხანქენდიდან შუშაში წავსულიყავი“, – დაწერა დავიდ ბაბაიანმა.

მსგავსი