აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

მთიან ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარია აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსი სამხედროების კონტინგენტია განლაგებული.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი აიხან ჰაჯიზადე აცხადებს, რომ „რუსი მშვიდობისმყოფელები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების საბადოებს ძარცვავენ, განსაკუთრებით ეს ეხება კიზილბულაგის ოქროსა და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის რესურსებს“.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ 10 დეკემბერს აზერბაიჯანის სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს კიზილბულაგისა და დემირლის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ.