აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს

21:58, 01.07.2025

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

მედია ასევე ავრცელებს მისი დაკავების კადრებს.

კადრებში ჩანს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიდიან შიხლინსკის მანქანასთან, ამტვრევენ მანქანის მინებს და შემდეგ აკავებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს.

მსგავსი