აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ნარკოტიკების ტრანზიტში, მათ ონლაინ ბრუნვასა და კიბერთაღლითობაში არიან ეჭვმიტანილი
აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეების ორი ჯგუფი დააკავეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები ირანის გავლით ნარკოტიკების ტრანზიტში, მათ ონლაინ ბრუნვასა და კიბერთაღლითობაში არიან ეჭვმიტანილი.
საქმესთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.