აზერბაიჯანში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა გერმანიის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა კონფიდენციალური ინფორმაცია აზერბაიჯანში მყოფ აგენტს გადასცა
აზერბაიჯანში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილმა უფროსმა, აუგუსტ ჰანინგმა კონფიდენციალური ინფორმაცია აზერბაიჯანში მყოფ აგენტს გადასცა.
აზერბაიჯანში განმარტეს, რომ ამ საქმეში ქვეყნის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლოა.
„ოპერაციის უკან მდგომი ძალების ბოროტი განზრახვა აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ურთიერთობის დაზიანებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, გერმანული გამოცემის გამოძიების თანახმად, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა უკანონოდ მოიპოვა 2000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ეს მონაცემები უცხოელ აგენტთან კომუნიკაციისას გამოიყენა. Der Spiegel-ის გამოცემის გამოძიების თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაცია მოპოვების შემდეგ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში მყოფ კონტაქტს გადაეცა.