აზერბაიჯანში სპეციალური კარანტინის რეჟიმი 2 ნოემბრამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი 2 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პირველად კარანტინი ქვეყანაში 24 მარტს გამოცხადდა და მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით სპეციალური რეჟიმის საავადმყოფოებში 1 748 კოვიდინფირებული აგრძელებს მკურნალობას.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 40 061 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 588 ადამიანი.