აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში არეულობის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა
აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში არეულობის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში არეულობის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არასანქცირებულ მიტინგზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ქალაქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი, ილგარ ბალაკიშიევი და ნიზამნის რაიონის პოლიციის მთავარი განყოფილების უფროსი, სამად აბასოვი დაიღუპნენ.

აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ქალაქ განჯაში სამართალდამცველებმა 40 ადამიანი დააკავეს.

დემონსტრაციის მონაწილეები ქალაქის მერზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ამავე ქალაქში, განჯის მერზე თავდასხმა განხორციელდა. ელმარ ვალიევს უნივერსიტეტის შენობის წინ შეიარაღებული პირი დაესხა თავს. შედეგად მერი და მისი პირადი დაცვის წევრი დაშავდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს ეჭვმიტანილი. ის რუსეთის მოქალაქე, 35 წლის, იუნის საფაროვია.

თავდასხმასთან შექმნილი საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი აცხადებს, რომ „თავდასხმა წარმოადგენდა წინასწარ დაგეგმილ ტერაქტს, რომელიც მიზნად ქვეყანაში პანიკისა და ქაოსის შეტანას ისახავდა. საბოლოოდ კი მთავრობის ჩამოდგება იყო განზრახული“.

9 ივლისს სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს.

დატოვე კომენტარი