აზერბაიჯანში ოპოზიციის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სამოცამდე ადამიანი დააკავეს
აზერბაიჯანში ოპოზიციის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სამოცამდე ადამიანი დააკავეს

აზერბაიჯანში დემონსტრაციის დროს სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 60-ს აღწევს.

როგორც ცნობილია, 42 მათგანი პოლიციამ მალევე გაათავისუფლა, 14 დაკავებული საქმე კი, სასამართლოს გადაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 200-მდე ოპოზიციონერმა აქტივისტმა ბაქოს ცენტრალურ ნაწილში „28 მაისის“ გაჩერებასთან ახლოს არსებულ მოედანზე შეღწევა სცადა. სწორედ ამ დროს მოხდა აქტივისტები დაკავება.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპონენტები დემოკრატიული არჩევნებისთვის პირობების შექმნას, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითხოვენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში ბაქოში ინტერნეტთან წვდომა, დემონსტრაციის გამო შეზღუდული იყო.

ადგილობრივი მედია სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ უსაფრთხოების მიზნით დედაქალაქ ბაქოში რამდენიმე საათით გარკვეული მეტროსადგურების მოძრაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

დატოვე კომენტარი