აზერბაიჯანში მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
აზერბაიჯანში მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ქსელი გამოავლინა. თაღლითების ჯგუფი აზერბაიჯანში ვალუტის უკანონო მიმოქცევასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2017 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან უკანონოდ 80 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გატანა შეძლეს. გამოძიების მასალებით, ასევე, ქვეყნიდან გატანილია არადეკლარირებული ხუთი მილიარდი რუსული რუბლი და 300 ათასამდე ევრო.

აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ პირებს შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე მამედ იზმაილოვია.

გამოძიება ასევე, ასახელებს თაღლითების ჯგუფის ლიდერებს, აზერბაიჯანის მოქალაქე აგილ მამედოვს, მუსტაფა მუსტაფაევსა და ვიუგარ ბაბევს. ყველა მათგანს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც ძირითადად, ფინანსურ დანაშაულებს გულისხმობს.

დატოვე კომენტარი