აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციით 44 964 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 40 037 გამოჯანმრთელდა, 626 პაციენტი კი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზრბაიჯანში „კოვიდ 19“-ს 3 ადამიანი ემსხვერპლა და 134 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 4 301 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო ერთ დღეში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში 9 089 ტესტი გაკეთდა.