აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 29 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 31 953 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 301 661 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 169 ადამიანი.

დატოვე კომენტარი