აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ადამიანი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 6 288 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 31 221 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა 438-ს შეადგენს.