აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18:36, 27.02.2021

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას 2 398 კოვიდინფიცირებული აგრძელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 234 267 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 218 ადამიანი.

მსგავსი