აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში 22 549 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 482 578 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 6 847 ინფიცირებული.