აზერბაიჯანში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი დაიღუპა
აზერბაიჯანში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი დაიღუპა

აზერბაიჯანში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედ ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დაიღუპა 1953 წელს დაბადებული პაციენტი, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა.

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ კიდევ 76 ადამიანს გამოუვლინდა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსი 717 ადამიანს დაუდასტურდა. 23 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის ტესტი აზერბაიჯანში 53 300 ადამიანს ჩაუტარდა.