აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა. გარდაცლვილია შვიდი ადამიანი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის განკურნება 44-მა პაციენტმა შეძლო. 11 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 17-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის.