აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან აზერბაიჯანში 12, საერთო ჯამში კი 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსი დღემდე 641 ადამიანს დაუდასტურდა, საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში კი ამ დროისთვის 590 ადამიანი მკურნალობს. ინფიცირებულთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის საშუალო სირთულის, დანარჩენი პაციენტები კი სტაბილურ მდგომარეობაში არიან. აზერბაიჯანში კორონავირუსს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.