აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 471 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 19 801 შემთხვევა. აქედან, 11 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მსხვერპლთა საერთო რიცხვი 241-ს შეადგენს.
ამჟამად აზერბაიჯანში საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 8 269 პაციენტი.