აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

12:11, 02.05.2020

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, ამ დროისთვის უკვე 1854-ია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსისგან განიკურნა 1365 პაციენტი.

საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 464 ადამიანი.

მსგავსი