აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ შვიდი ფაქტი გამოვლინდა. როგორც სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
მედიასაშუალების ცნობით, ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში მკაცრი რეჟიმის დაცვით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კორონავირუსით ინფიცირებული 61 ადამიანი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა შეფასებულია როგორც საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.