აზერბაიჯანში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 340 პაციენტი. ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 52 137 შემთხვევა, მათგან 42 033 პაციენტი განიკურნა, ხოლო 699 გარდაიცვალა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 9 405 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში ჩაატარეს 11 426 ტესტი.