აზერბაიჯანში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 49 959 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 41 279 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 671 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 009-ს შეადგენს.