აზერბაიჯანში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 207 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 34 107 შემთხვევა. აქედან 31 697 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 506 ინფიცირებული.
ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 904-ს შეადგენს.