აზერბაიჯანში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 204 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ორით გაიზარდა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

12 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 775-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 126 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 328 398 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 953 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 742 867 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 783 506 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 959 361 მოქალაქეს.