აზერბაიჯანში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ შვიდი ადამიანი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ შვიდი ადამიანი

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის ვირუსის გავრცელებიდან „კოვიდ-19“-ის 24 570 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 313 ადამიანი, ასევე აღნიშნული ვირუსისგან 15 640 ადამიანი განიკურნა.

ამ დროისთვის აზერბაიჯანის საავადმყოფოებში 8 617 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.