აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 1 995 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 125 602 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 76 897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 433 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 47 272-ს აღწევს.