აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 724 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 35-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 49 412-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 409 745 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 354 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 469 კი გარდაიცვალა.