აზერბაიჯანში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული, 153 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 7 239 შემთხვევა, გარდაცვლილია 84 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 4 0224 ინფიცირებული.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად მკურნალობას 3 131 ადამიანი განაგრძობს, მათგან 72 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსა და რამდენიმე ქალაქში კვლავ კარანტინი გამოაცხადა.