აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 შემთხვევა გამოვლინდა, 1 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი, გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 568 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 331 040 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 317 609 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 814 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 617-ს შეადგენს.