აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 32 910 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 473 ადამიანი.
ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 4 089 პაციენტი მკურნალობს.