აზერბაიჯანში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 717 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ცხრით გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 6 886-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყების დღიდან, აზერბაიჯანში კორონავირუსის 332 454 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 320 708 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 860 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 1 986 969 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 134 376 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 852 593 მოქალაქეს.