აზერბაიჯანში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 646 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 274 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 331 629 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 999 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყების დღიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ვაქცინით 4 415 967 ადამიანია აცრილი. აქედან აცრის ერთი დოზა 2 602 510 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორი დოზა 1813 457 მოქალაქეს.