აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 027 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 945 შემთხვევა გამოვლინდა, 1 027 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 32 კოვიდინფიცირებული. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 079 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 394 451 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 346 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 340 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 42 301-ს შეადგენს.