ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 457 შემთხვევა გამოვლინდა, 2 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 14 254 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 289 601 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 253 762 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 978 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 862-ს შეადგენს.