აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 420 შემთხვევა გამოვლინდა, 1 358 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 13 827 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 524 788 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 489 032 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 995 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 827-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი