აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 37-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 52 850-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 445 278 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 386 549 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 879 კი გარდაიცვალა.