აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 063 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 063 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 392 შემთხვევა გამოვლინდა, 1 063 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 15 585 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 268 714 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 240 870 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 648 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 24 196-ს შეადგენს.