აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 317 შემთხვევა გამოვლინდა, 2 109 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი, გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 14 207 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 294 211 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 257 942 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 045 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 32 224-ს შეადგენს.