აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 946 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 946 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 197 შემთხვევა გამოვლინდა, 1 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი, გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 13 777 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 303 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 267 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 203 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 32 170-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი