აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 187 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 29 ადამიანი. ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიული შტაბში ავრცელებენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში აღრიცხულია 95 281 ინფიცირებული. 64 475 განიკურნა, ხოლო 1160 გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყენაში ვირუსის 29 646 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული.

დატოვე კომენტარი