აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 047 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 047 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 047 შემთხვევა გამოვლინდა, 2 610 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 13 131 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 307 980 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 272 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 274 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 131-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი