აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 035 შემთხვევა გამოვლინდა, 1 174 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 12 701 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 273 869 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 243 467 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 743 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 26 659-ს შეადგენს.