აზერბაიჯანში კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შედეგად ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 115 განიკურნა.
ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 36 174 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 2 069 პაციენტი. ვირუსისგან გარდაიცვალა 529 პირი.
დღეს აზერბაიჯანის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო მოქმედი საგანაგებო კარანტინის რეჟიმი 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამასთან, ქვეყნის 13 ქალაქიდან 10-ში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო შეზღუდვები შემსუბუქდება.
თუმცა, ბაქოსა და მის შემოგარენში შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში დარჩება. კერძოდ, უქმე დღეებში არ იმუშავებს საზოგადოებივი ტრანსპორტი.