აზერბაიჯანში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 171 ინფიცირებული.

აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 38 037 შემთხვევა, აქედან 35 440 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 557 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 040-ს შეადგენს.