აზერბაიჯანში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 146 შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამეში გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 046 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 337 602 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 330 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 988 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 668-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი