აზერბაიჯანში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 486 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა.

ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

30 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4 854-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 333 864 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 324 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 907 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 522 809 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 352 778 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 900 031 მოქალაქეს.