აზერბაიჯანში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 595-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 337 456 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 330 873 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 988 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 4 159 298 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 494 551 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 664 747 მოქალაქეს.