აზერბაიჯანში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული 24 საათში „კოვიდ-19“- ის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 33 376 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 483 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 3 197 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

დატოვე კომენტარი