აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში 2 544 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“- ის 234 537 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3200 ადამიანი.